ბენონის დაცვა

შესაძლოა ბენონი ჟღერადობით რომელიმე იტალიური კერძის დასახელებას ჰგავდეს, მაგრამ სინამდვილეში ის საბრძოლო დებიუტია შავი ფიგურებისთვის. ბენონს ისეთი ძლიერი დიდოსტატები თამაშობდნენ, როგორებიც მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი და ფაბიანო კარუანა არიან, ასე რომ, ალბათ, ღირს ამ დებიუტში გარკვევა! 

აი, რა უნდა ვიცოდეთ ბენონის შესახებ:


რა არის ბენონის დაცვა?

ბენონის დაცვა არის საჭადრაკო დებიუტი შავი ფიგურებით, რომლის დროსაც სვლების გათამაშების ყველაზე გავრცელებული თანმიმდევრობა ასეთია: 1.d4 მf6 2.c4 c5 3.d5.

The Benoni Defense.

არსებობს ბენონის სხვადასხვა ვარიანტი, მაგალითად, ძველი ბენონი, ჩეხური ბენონი და გველური ბენონიც კი! ჩვენ ამ დებიუტის ყველაზე გავრცელებულ სახეობას - თანამედროვე ბენონს მიმოვიხილავთ. 

 

თანამედროვე ბენონი

თანამედროვე ბენონი თამაშდება შემდეგნაირად: 1.d4 მf6 2.c4 c5 3.d5 e6.

The Modern Benoni Defense.

ზემოთ მოცემული პოზიციის მიღების შემდეგ თეორია გრძელდება ასე: 4.მc3 exd5 5.cxd5 d6. ახლა თეთრებს შეუძლიათ e4-ით ცენტრი დაიკავონ, მაგრამ შავებს აქვთ g6, რის შემდეგაც კუს g7-ზე გამოიყვანენ.

Common moves of the Modern Benoni.

ამ კუს ბენონის კუსაც კი უწოდებენ, რადგან ასეთ პოზიციაში მას ბევრი შეუძლია. დააკვირდით გრძელ დიაგონალს, რომელსაც ის აკონტროლებს. ეს კუ ძალიან ძლიერია!

The benoni bishop.

 

 როგორია შავების სტანდარტული გეგმა თანამედროვე ბენონის დროს?

მას შემდეგ, რაც ორივე მოთამაშე დაასრულებს ფიგურების განვითარებას მეფის ფლანგზე და გააკეთებს როქს, შავებს შეუძლიათ ორი გავრცელებული ვარიანტიდან ერთ-ერთით გააგრძელონ, მაგალითად, f8-ეტლი e8-ზე მიიყვანონ და თეთრების ცენტრი მიზანში ამოიღონ.

A common plan for Black in the Benoni.

მეორე ვარიანტია a6-ის თამაში, რასაც მოჰყვება b5 და გაფართოება ლაზიერის ფლანგზე.

Another common plan for Black in the Benoni.

თუ თეთრები უფლებას მისცემენ, შავებს შეუძლიათ ორივე გეგმა განახორციელონ და ცენტრზე შეტევის პარალელურად ლაზიერის ფლანგზე სივრცე მოიპოვონ.

Playing out both of these plans works for Black in the Benoni.

 

ბოლოთქმა

ჩვენ უკვე ვიცით თუ რა არის ბენონი და როგორ უნდა გავითამაშოთ ის. გავიგეთ ისიც, თუ როგორია შავების გეგმა ამ დებიუტის თანამედროვე ვარიანტის დროს. ახლა გადადი გაკვეთილების გვერდზე და შეისწავლე სხვა მნიშვნელოვანი საჭადრაკო ცნებები, რათა ნამდვილ ჩემპიონად იქცე!

 

ვიდეო ბენონის დაცვაზე