დიდოსტატი

ალბათ, ბევრჯერ მოგიკრავს ყური საუბრისთვის ჭადრაკის დიდოსტატის შესახებ, მაგრამ იცი კი რას ნიშნავს ეს წოდება?

აქ არის ყველაფერი, რისი ცოდნაც გჭირდება:


რას ნიშნავს ჭადრაკის დიდოსტატი?

დიდოსტატის წოდება (შემოკლებით GM) უმაღლესი საჭადრაკო ტიტულია, რომელსაც მხოლოდ საუკეთესო მოჭადრაკეები ატარებენ. მსოფლიოში სულ 2000-მდე დიდოსტატია!

საჭადრაკო ვიდეოები ChessKid.com-ისთვის ბევრ დიდოსტატს აქვს შექმნილი, მაგალითად, ბენ ფაინგოლდს და ლეგენდარულ იუდიტ პოლგარს.

Grandmaster Judit Polgar has created videos for ChessKid.com

როგორ უნდა მოვიპოვოთ დიდოსტატის წოდება?

დიდოსტატის წოდების მოსაპოვებლად რამდენიმე საფეხურის გავლაა საჭირო. პირველ რიგში, აუცილებელია, რომ ფიდეს ოფიციალურ რეიტინგში მოთამაშის მაჩვენებელმა 2500 პუნქტს მიაღწიოს.

გარდა ამისა, მოჭადრაკემ სამი ნორმა უნდა შეასრულოს. ნორმის შესრულება საერთაშორისო ტურნირში მაღალი შედეგის ჩვენებითაა შესაძლებელი. 

ამ ყველაფრის შემდეგ ფიდე მოთამაშეს დიდოსტატის წოდებას ანიჭებს. ერთხელ მოპოვებულ ტიტულს მოჭადრაკე მთელი ცხოვრების მანძილზე ატარებს!

სხვა ოფიციალური წოდებები

ფიდე უამრავ სხვა ოფიციალურ ტიტულსაც გასცემს. ერთ-ერთია ფიდეს ოსტატის წოდება, რომელიც დიდოსტატობაზე ორი საფეხურით დაბლა დგას. შემთხვევით ხომ არ გეცნობათ ეს ტიტული? ეს ხომ მხიარულების ოსტატ მაიკის წოდებაა! მისი სახელის წინ მითითებული აბრევიატურა FM სწორედ ამას აღნიშნავს.

FIDE masters are two steps below grandmasters.

არსებობს კიდევ ორი ტიტული, რომელთაც ფიდე გასცემს. ესენია საერთაშორისო ოსტატის და ოსტატობის კანდიდატის წოდებები. საერთაშორისო ოსტატი დიდოსტატთან შედარებით მხოლოდ ერთი საფეხურით ქვემოთ დგას, ოსტატობის კანდიდატი კი - სამით.

არსებობს ტიტულები, რომლებიც ექსკლუზიურად ქალ მოჭადრაკეებზე გაიცემა. ესენია: ქალთა ოსტატობის კანდიდატი, ფიდეს ოსტატი ქალთა შორის, საერთაშორისო ოსტატი ქალთა შორის, დიდოსტატი ქალთა შორის. ამ ჩამონათვალში წოდებები დალაგებულია ყველაზე მარტივად მოსაპოვებლიდან ყველაზე რთულად მოსაპოვებლამდე. 

Carissa Yip is a woman grandmaster.

გინდა გაიგო თუ ვის აქვს წოდება ChessKid-ზე მოთამაშეთა შორის? მაშინ ტიტულოვანი მოჭადრაკეების გვერდს ესტუმრე.

ბოლოთქმა

ჩვენ უკვე ვიცით თუ რას ნიშნავს დიდოსტატის წოდება და რა არის საჭირო მის მისაღებად. ნებისმიერი ტიტულის მოპოვებას უზარმაზარი შრომა და საქმისადმი ერთგულება სჭირდება. გადადი გაკვეთილების გვერდზე, რათა უმნიშვნელოვანესი საჭადრაკო იდეები შეისწავლო და ფიდეს წოდებისკენ მიმავალ გზას დაადგე.

 

ვიდეო დიდოსტატობაზე