საჭადრაკო ბლანკი

ცოცხალ ტურნირში თამაშს ხომ არ გეგმავთ? ამისთვის საჭადრაკო ბლანკი დაგჭირდებათ. ეს დოკუმენტი, რომელსაც ნოტაციის ფურცელსაც ეძახიან, პარტიის დროს გაკეთებული სვლების ჩასაწერადაა განკუთვნილი. ამ გვერდზე თქვენ ნახავთ საჭირო ინფორმაციას ამგვარი ბლანკის შესახებ და თავად ბლანკსაც, რომლის ჩამოტვირთვაც შესაძლებელია.

ჩამოსატვირთი საჭადრაკო ბლანკი

Chess Notation Sheet

Chess Score Book

საჭადრაკო ბლანკის გამოყენება

განსხვავებით ონლაინ თამაშისგან, როდესაც ChessKid-ი და სხვა საჭადრაკო ვებ-გვერდები გათამაშებულ სვლებს  ავტომატურად იწერენ, ცოცხალ ტურნირებზე სვლების ფიზიკურად ჩაწერა სავალდებულოა. თუ ნოტაციის წესები არ იცი, სერიოზულ საჭადრაკო ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებ.

ბლანკის გამოსაყენებლად უნდა იცოდე საჭადრაკო ნოტაცია, ანუ პარტიის დროს ორივე მოთამაშის მიერ გაკეთებული სვლების ჩაწერა-აღწერა. ამაში ტურნირში მონაწილეობამდე უნდა ივარჯიშო. სვლებს რომ ჩაიწერ, საჭადრაკო დაფაზე პარტია ხელახლა, ჩაწერილი სვლების მიხედვით გაათამაშე და დააკვირდი, რამდენად სწორია შენი ნოტაცია. თუ ამას რამდენჯერმე გააკეთებ, ტურნირზე უკვე მომზადებული წახვალ და ბლანკის სწორად გამოყენებას შეძლებ.

 ChessKid chess tournament
ტურნირის დროს სვლების ჩაწერა მნიშვნელოვანია. 

რატომ არის მნიშვნელოვანი საჭადრაკო ბლანკი?

ტურნირებზე საჭადრაკო ბლანკების არსებობა შესაძლო პრობლემებს გვარიდებს თავიდან. როდესაც რაიმე სადავოა, გათამაშებული სვლების შესამოწმებლად ბლანკს იყენებენ. ასეთ დროს ჩანაწერი ბევრად უფრო სანდოა, ვიდრე მოჭადრაკეების მეხსიერება. 

ბლანკებს სხვა დატვირთვაც აქვთ. ტურნირის დასრულების შემდეგ მათი შენახვა აუცილებელია, რათა მოგვიანებით საკუთარი პარტიების შესწავლა შეძლოთ. ყველა მოჭადრაკე, დამწყებია ის თუ პროფესიონალი, გამუდმებით უნდა იუმჯობესებდეს თავის ცოდნას ამ გზით. ძველი პარტიების გარჩევა და არასწორი სვლების აღმოჩენა გიცავთ მათი განმეორებისგან მომავალში, ძლიერი სვლები კი უნდა დაიმახსოვროთ, რათა მსგავს პოზიციებში სხვა დროსაც იგივენაირად ითამაშოთ. ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში გეხმარებათ სწორედ საჭადრაკო ბლანკები, რომელთა განხილვაც შეგიძლიათ როგორც მარტო, ასევე, მწვრთნელთან ერთად.

FunMasterMike uses chess notation sheets
მხიარულების ოსტატი მაიკი საჭადრაკო ბლანკების გამოყენებას გვირჩევს.

ჭადრაკის მწვრთნელებისთვის, რომლებიც მოსწავლეების პროფესიონალად ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებენ, ძალიან მნიშვნელოვანია მათ მიერ ნაჩვენები შედეგები. მოწაფეთა მიერ ნათამაშევი პარტიების გასაანალიზებლად მათ სვლების ჩანაწერები აუცილებლად სჭირდებათ.

საჭადრაკო რესურსები ChessKid-ისგან

ჭადრაკის სწავლის გზაზე საჭირო რესურსების მიღებაში ChessKid-ი დაგეხმარებათ. ის ხომ ყველაზე სახალისო და ყველაზე უსაფრთხო საჭადრაკო ვებ-გვერდია მსოფლიოში. გარდა იმისა, რომ ჩვენ ბავშვების, მშობლების, მასწავლებლებისა და მწვრთნელების ფავორიტად ვითვლებით, მთელ მსოფლიოში სქოლასტიკური სწავლების ლიდერებად ვართ აღიარებულები. ჩვენ ვეხმარებით ბავშვებს ჭადრაკის შესწავლაში და შეძენილი უნარ-ჩვევებით ტკბობაში.

Chess pawn speaking about using score sheets

ჩვენ წარმოვადგენთ სასარგებლო რესურსს ჭადრაკის სწავლაში. ChessKid-ზე ბავშვები ეთამაშებიან ერთმანეთს, ეთამაშებიან კომპიუტერს, წევრიანდებიან კლუბებში, მონაწილეობენ ტურნირებში, იღებენ ჯილდოებს, ხსნიან თავსატეხებს, აანალიზებენ პარტიებს, იძენენ მეგობრებს, აყალიბებენ ჯგუფებს, პოულობენ მწვრთნელებს — და ყველაფერი ეს ხდება მშობლებისა და პედაგოგების მეთვალყურეობის ქვეშ.

საჭადრაკო ბლანკების ბლოკნოტი

თქვენ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ უფასო ბლანკი ჩვენი ვებ-გვერდიდან. ასევე, შეგიძლიათ შეიძინოთ 100-ფურცლიანი შეკვრა ChessKid-ის მაღაზიაში. თითოეული ბლანკი ორგვერდიანია და თეთრი და ყვითელი ასლებისგან შედგება. თეთრზე გაკეთებული ჩანაწერები ყვითელზე კოპირდება. ნოტაციის თითოეული ფურცელი 60 სვლისთვისაა განკუთვნილი. შეჯიბრში მონაწილეობის დროს ასეთი ბლანკების ქონა იდეალურია, რადგან ერთ ასლს, წესისამებრ, ტურნირს ჩააბარებ, მეორეს კი - შენთვის შეინახავ. მეტი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ChessKid-ის მაღაზიას.

Pad of ChessKid score sheetsსაჭადრაკო ბლანკების ბლოკნოტი შეგიძლიათ შეიძინოთ ChessKid-ის მაღაზიაში.

ჩამოტვირთეთ საჭადრაკო ბლანკები უფასოდ