საჭადრაკო სტრატეგია

სტრატეგიული თამაშის ცოდნა პირდაპირ კავშირშია შედეგთან, ანუ პარტიის მოგება-წაგებაზე აისახება. იცი რას გულისხმობენ ადამიანები როდესაც ისინი საჭადრაკო სტრატეგიაზე საუბრობენ? მოდი, ერთად შევისწავლოთ ეს უმნიშვნელოვანესი კონცეპტი!


რა არის საჭადრაკო სტრატეგია?

მოჭადრაკეები ხშირად განასხვავებენ ხოლმე სტრატეგიულ და ტაქტიკურ ჭადრაკს. 

ტაქტიკური თამაში გულისხმობს ისეთი სვლის (ან სვლების) გაკეთებას, რომელთაც სწრაფი მატერიალური უპირატესობა მოაქვთ. ასეთი შეიძლება იყოს ჩანგალი, დაბმა, შამფური ან სხვა მსგავსი უეცარი დარტყმები მოწინააღმდეგეზე.

სტრატეგიული თამაში, როგორც წესი, გრძელვადიანი გეგმის ქონას გულისხმობს. ეს გეგმა, შესაძლოა საერთოდ არ შეიცავდეს მატერიალის მოგების ელემენტს. ნაცვლად ამისა, მოთამაშე ნელ-ნელა იქმნის პოზიციურ უპირატესობას. სწორი სტრატეგიის საიდუმლო ფიგურის უკეთეს უჯრაზე გადაყვანაში, მეტოქის გეგმის შეჩერებაში, საკუთარი გუნდის წევრების ერთობლივ და ჰარმონიულ მოქმედებაშია.  

რა მნიშვნელობა აქვს საჭადრაკო სტრატეგიას?

არსებობს გამოთქმა, რომ ჭადრაკის 99% ტაქტიკაა, მაგრამ თუ ტაქტიკა ასეთი მნიშვნელოვანია, სტრატეგია რაღაში გვჭირდება? 

საქმე ისაა, რომ მომგებიანი ტაქტიკების გათამაშების შესაძლებლობას სწორედ, კარგი სტრატეგია იძლევა. ლოგიკურია. როგორ უნდა გამოიყენო ფიგურები და მათი შესაძლებლობები თუ ისინი არასწორ უჯრებზე დგანან, ერთმანეთს გზას უღობავენ და მოქმედება შეზღუდული აქვთ? 

ქვემოთ მოცემული პოზიცია სტრატეგიული თამაშით უპირატესობის მოპოვების მაგალითია. შავებმა ლაზიერი თამაშში ზედმეტად ადრე შემოიყვანეს, რითაც სტრატეგიული შეცდომა დაუშვეს. თეთრებმა ეს შესაძლებლობა გამოიყენეს და დედოფლის მისამართით განხორციელებული მუქარების პარალელურად ფიგურები განავითარეს. ე.ი. მათ "თავისუფალი სვლები" მოიპოვეს და ტემპი მოიგეს.

Chess strategy can help you win.

რამდენიმე სვლის შემდეგ თეთრებს ყველა ფიგურა განვითარებული ჰყავდათ და შავი ლაზიერის მოსაგებად ტაქტიკის განხორციელების საშუალებაც მიეცათ. 

Chess strategy paved the way for a tactical shot.

სტრატეგიული კონცეფციის ცოდნა სწორი სვლების პოვნაში გეხმარება. როცა საჭადრაკო სტრატეგიას სიღრმისეულად ფლობ, ჭადრაკის დაფა ემსგავსება რუკას, რომელიც დამალულ განძამდე გიკვალავს გზას! პოზიციაზე ერთი შეხედვითაც კი, აშკარა ხდება თუ რომელია გამარჯვების მომტანი სვლა.

ქვემოთ მოცემულ მაგალითს დააკვირდი. თეთრებს ზედმეტი პაიკი ჰყავთ. შავების მდგომარეობა, თითქოს, რთულია, მაგრამ სინამდვილეში მათ პარტიის მოგება მარტივად შეუძლიათ.

Chess strategy can help you find good moves.

თუ საჭადრაკო სტრატეგია კარგად გესმის და კუთხის გამსვლელი პაიკის (როგორიცაა შავების h5-პაიკი) ძალას სათანადოდ იაზრებ, საუკეთესო სვლის პოვნა არ გაგიჭირდება. საჭიროა მხოლოდ ფიგურების გაცვლა და შემდეგ პაიკის გაყვანა.

Chess strategy wins the game.

ბოლოთქმა

შენ უკვე იცი თუ რა განსხვავებაა საჭადრაკო ტაქტიკასა და სტრატეგიას შორის. ისიც იცი, თუ რატომ გვაქცევს ამ უკანასკნელის ცოდნა უკეთეს მოჭადრაკედ. გადადი გაკვეთილების გვერდზე, რათა კარგ სტრატეგიულ მოთამაშედ ჩამოყალიბდე!

 

ვიდეო საჭადრაკო სტრატეგიაზე