ფიდე

დიდოსტატის წოდების შესახებ, ალბათ, გსმენია, მაგრამ ის თუ იცი ვინ ანიჭებს ამ ტიტულს მოჭადრაკეებს? გავიცნოთ ფიდე, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ოფიციალურად ზრუნავს ჭადრაკზე. 


რა არის ფიდე?

ფიდე, ანუ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ოფიციალურად პატრონობს ჭადრაკს მსოფლიოს მასშტაბით.

ალბათ, გაინტერესებს საიდან მოდის სახელწოდება FIDE. ეს ორგანიზაციის ორიგინალური ფრანგული დასახელების (Fédération Internationale des Échecs) ინიციალებია. თუ ვინმესთან თავის მოწონება მოგინდება, შეგიძლია ფიდეს სახელწოდება სწორედ ორიგინალში წარმოთქვა!

ფიდე 1924 წელს, პარიზში დაარსდა. მას დაახლოებით 190 წევრი ფედერაცია ჰყავს. შთამბეჭდავია, არა?

ეს ფიდეს ლოგოა:

FIDE

რა მნიშვნელობა აქვს ფიდეს?

ფიდე იღებს ჭადრაკთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს გლობალური მასშტაბით. ის პასუხისმგებელია საჭადრაკო წესების შემოღებაზე, მსოფლიო ჩემპიონატების ჩატარებაზე, წოდებების მინიჭებაზე და მსგავს საკითხებზე.

ფიდეს გარეშე არ გვეყოლებოდა მსოფლიო ჩემპიონი და მოჭადრაკეებს არ ექნებოდათ საერთაშორისო რეიტინგები! არც ის გვეცოდინებოდა თუ ვინ არიან საუკეთესო ბავშვი მოთამაშეები. 

Official FIDE ratings.

ფიდეს წოდებები

დიდოსტატების შესახებ ყველას სმენია, მაგრამ იცი, რომ სხვა საჭადრაკო ტიტულებიც არსებობს? ფიდე უფლებამოსილია მიანიჭოს მოჭადრაკეებს შემდეგი წოდებები: საერთაშორისო დიდოსტატი, საერთაშორისო ოსტატი, ფიდეს ოსტატი, ოსტატობის კანდიდატი. ექსკლუზიურად ქალბატონებისთვის გაიცემა შემდეგი წოდებები: საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა შორის, საერთაშორისო ოსტატი ქალთა შორის, ფიდეს ოსტატი ქალთა შორის და ქალთა ოსტატობის კანდიდატი.

ჩვენი საყვარელი ჭადრაკის მენტორი, ავტორი და კომენტატორი - მხიარულების ოსტატი მაიკი ფიდეს ოსტატია. მისი სახელის წინ FM სწორედ ამიტომ წერია. FM იშიფრება, როგორც Fide Master (ქართულად ფიდეს ოსტატი).

FIDE awards players with official chess titles.

თითოეული საჭადრაკო წოდებისთვის შესაბამისი რეიტინგის ქონა მოითხოვება, ზოგიერთისთვის კი, დამატებით ნორმების შესრულებაცაა საჭირო. ნებისმიერი ზემოთ აღნიშნული ტიტულის მოპოვება რთული საქმეა, მაგრამ თუ ChessKid.com-ზე მეცადინეობას გააგრძელებ, ნელ-ნელა მიზანს მიუახლოვდები. წოდება, რომელსაც მოიპოვებ, მთელი ცხოვრების მანძილზე გინარჩუნდება!

ChessKid-ი ყურადღების ცენტრში

კარისა იპი ChessKid-ის წევრი იყო. 2020 წელს მან ქალთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის და საერთაშორისო ოსტატის წოდებები მოიპოვა. გარდა ამისა, ის აშშ-ში #1 ქალი მოჭადრაკე გახდა. ნამდვილად ყოჩაღი გოგოა!

Carrisa Yip's FIDE profile.

ბოლოთქმა

ჩვენ ვისაუბრეთ ფიდეს მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ როგორ ზედამხედველობს ის ჭადრაკს მსოფლიო მასშტაბით. გაკვეთილების გვერდზე გადადი და უფრო მეტი იმეცადინე, რათა მალე ფიდეს წოდება მოიპოვო! 

 

ვიდეო ფიდეზე