აშშ-ს ჭადრაკის ფედერაცია

ვინ განსაზღვრავს საჭადრაკო წესებს? ფედერაცია! ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში აშშ-ს ჭადრაკის ფედერაცია. გაიგე ყველაფერი ამ ორგანიზაციის შესახებ!

აი, რა უნდა იცოდე აშშ-ს ჭადრაკის ფედერაციის შესახებ:


რა არის აშშ-ს ჭადრაკის ფედერაცია?

აშშ-ს ჭადრაკის ფედერაცია ის ორგანიზაციაა, რომელიც ოფიციალურად ზრუნავს ჭადრაკზე ამერიკაში. ადამიანთა უმრავლესობა ამ დაწესებულებას ინიციალებით მოიხსენიებს. ეს ინიციალებია USCF და იშიფრება, როგორც შეერთებული შტატების ჭადრაკის ფედერაცია.

 

The US Chess Federation (USCF) logo.

 

2020 წლის მონაცემებით აშშ-ს ჭადრაკის ფედერაციას თითქმის 100,000 წევრი ჰყავს, რაც მას მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ჭადრაკის ფედერაციად აქცევს. ნამდვილად შთამბეჭდავია! 

 

რა მნიშვნელობას ატარებს აშშ-ს ჭადრაკის ფედერაცია?

აშშ-ს ჭადრაკის ფედერაცია მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა, რადგან ის პასუხისმგებელია ყველა ოფიციალური ტურნირის ჩატარებაზე შეერთებულ შტატებში. ის ასევე აკონტროლებს ამერიკელი მოჭადრაკეების ოფიციალურ ეროვნულ რეიტინგებს და გასცემს ეროვნულ ტიტულებს (ისეთებს, როგორიცაა ოსტატობის კანდიდატი, ეროვნული ოსტატი, უფროსი ოსტატი).

The US Chess Federation (USCF) awards national titles.

გარდა ამისა, ფედერაცია გამოსცემს ჟურნალებს “საჭადრაკო ცხოვრება” და “საჭადრაკო ცხოვრება ბავშვებისთვის”, უზრუნველყოფს პოდკასტების ჩაწერას. ერთი სიტყვით, მხარს უჭერს და პოპულარიზაციას უწევს ჭადრაკს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ამერიკული საჭადრაკო ტურნირები ChessKid-ზე

იცი, რომ შენ შეგიძლია მონაწილეობა მიიღო აშშ-ს ჭადრაკის ფედერაციის ოფიციალურ ონლაინ ღონისძიებებში, რომლებიც ChessKid-ზე იმართება? დიახ! შენ ნამდვილად შეგიძლია ითამაშო ამ ტურნირებში, თანაც, სახლიდან გაუსვლელად.

სხვათა შორის, ChessKid-მა შეერთებული შტატების დაწყებითი საფეხურის ონლაინ ტურნირს 2020 წლის აგვისტოში უმასპინძლა. შეგიძლიათ ნახოთ თუ როგორ აშუქებდნენ მხიარულების ოსტატი მაიკი და დიდოსტატი ბენ ფაინგოლდი ღონისძიების პირველ და მეორე დღეს.

 

Official US Chess Federation (USCF) tournaments on ChessKid.

ბოლოთქმა

აშშ-ს ჭადრაკის ფედერაციის საქმიანობისა და მნიშვნელობის შესახებ უკვე იცი. დროა, გადახვიდე გაკვეთილების გვერდზე, რათა არსებითი საჭადრაკო კონცეპტები შეისწავლო და  მოემზადო შეერთებული შტატების მომდევნო ოფიციალური ონლაინ ტურნირისთვის, რომელიც ChessKid-ზე გაიმართება!

 

ვიდეო აშშ-ს ჭადრაკის ფედერაციაზე