ეს გამოსახულებები შენს კომპიუტერულ თუ ვიდეო ზარებს უფრო მიმზიდველს გახდის. როცა მწვრთნელს ან მეგობარს დაელაპარაკები, სახალისო ფონით მათ გაკვირვებას შეძლებ.
ფონად დასაყენებელი უფასო, მაღალი ხარისხის, საჭადრაკო ფოტოები ბავშვებისთვისაა შექმნილი. ზოგიერთ მათგანზე მულტიპლიკაციური საჭადრაკო პერსონაჟები არიან გამოსახული, ზოგიერთ მათგანზე კი, ჭადრაკის ფიგურებს სულაც ვერ შეხვდებით. გამოიყენე ეს არაჩვეულებრივი საჭადრაკო ფონები ლეპტოპის, მობილური ტელეფონის თუ პლანშეტის ეკრანის გასალამაზებლად ონლაინ-გაკვეთილების დროს, რათა ყველამ გაიგოს თუ რამდენად მაგარი ვინმე ხარ. ChessKid-ის ლოგოც დააყენე, რათა არავის დაავიწყდეს, რომ ჩვენი ვებ-გვერდის აქტიური მომხმარებელი ხარ.
ამ ფოტოების გამო თქვენს კლუბელებს ან მეგობრებს შესაძლოა თქვენი შეშურდეთ. გადაწყვიტე რომელი ანიმაცია წარმოგაჩენს ყველაზე უკეთ, რომელ ფიგურასთან გაქვს ყველაზე მეტი კავშირი ან რომელია ყველაზე სახალისო სცენა. ChessKid-ის თემატურ ფოტოებზე ძალიან საყვარელი ანიმაციური საჭადრაკო ფიგურები გვხვდება. ჩამოტვირთე ეს ფერადი ფონები სასაცილო გმირებით.
ეს ფოტოები ამოღებულია ChessKid-ის YouTube-ვიდეოდან, რომელიც ახალ მოთამაშეებს საჭადრაკო ფიგურებს აცნობს.
ეს ფოტოები ჭადრაკის სასწავლო და საგანმანათლებლო აქტივობებს ასახავს.
კიდევ ეძებ ანიმაციურ პერსონაჟებს? აი, რამდენიმე მათგანი.
და ბოლოს, წარმოგიდგენთ კიდევ ორ სახალისო გამოსახულებას.
ეს შესანიშნავი სცენები მეტისმეტად სახალისოა. იქნებ რომელიმე მათგანის კომპიუტერის ფონად დაყენება მოგინდეს. შესაძლებლობა გეძლევა მხიარულების ოსტატი მაიკი ან ChessKid-ის რომელიმე სხვა წარმომადგენელი ეკრანზე გყავდეს!
თვალყური ადევნე ChessKid-ს და მიიღე რესურსები, რომლებიც ჭადრაკში დასაოსტატებლად გჭირდება. ChessKid-ი ყველაზე სახალისო და ყველაზე უსაფრთხო საჭადრაკო ვებ-გვერდია მსოფლიოში. გარდა იმისა, რომ ჩვენ ბავშვების, მშობლების, მასწავლებლებისა და მწვრთნელების ფავორიტად ვითვლებით, მთელ მსოფლიოში სქოლასტიკური სწავლების ლიდერებად ვართ აღიარებულები. ჩვენ ვეხმარებით ბავშვებს ჭადრაკის შესწავლაში და შეძენილი უნარ-ჩვევებით ტკბობაში.
ჩვენ წარმოვადგენთ სასარგებლო რესურსს ჭადრაკის სწავლაში. ChessKid-ზე ბავშვები ეთამაშებიან ერთმანეთს, ეთამაშებიან კომპიუტერს, წევრიანდებიან კლუბებში, მონაწილეობენ ტურნირებში, იღებენ ჯილდოებს, ხსნიან თავსატეხებს, აანალიზებენ პარტიებს, იძენენ მეგობრებს, აყალიბებენ ჯგუფებს, პოულობენ მწვრთნელებს — და ყველაფერი ეს ხდება მშობლებისა და პედაგოგების მეთვალყურეობის ქვეშ. აღმოაჩინე ახალი გამოცდილება სახელწოდებით "თავგადასავალი ChessKid-ზე".