მიტელშპილი საჭადრაკო პარტიის მნიშვნელოვანი ფაზაა. საჭირო სტრატეგიებისა და ტაქტიკების გამოყენება ამ ეტაპზე გამარჯვების საწინდარია. აი, რა უნდა ვიცოდეთ მიტელშპილის შესახებ:
საჭადრაკო თავსატეხების ამოხსნა ChessKid-ზე მიტელშპილისთვის საჭირო უნარებს განგივითარებთ.
რა არის მიტელშპილი?
მიტელშპილი საჭადრაკო პარტიის შუა ნაწილია. ის დებიუტის შემდეგ იწყება და ენდშპილამდე სრულდება. შუა თამაშში იმდენად რთული და კრიტიკული პროცესები მიმდინარეობს, რომ პარტიის ბედი ხშირად აქვე წყდება. მიტელშპილის მიზანი ენდშპილში მოგებული პოზიციით გადასვლაა.
მხიარულების ოსტატი მაიკი ფიქრობს, რომ ჯერ დებიუტშია, თუმცა ფიდეს ოსტატი ტანი ადევუმი ისე თამაშობს, თითქოს დაფაზე უკვე ენდშპილი იდგეს.
როდის იწყება მიტელშპილი?
მიტელშპილი მას შემდეგ იწყება, რაც მოთამაშეები სათანადოდ განავითარებენ საკუთარ ფიგურებს და როქის საშუალებით მეფეებს უსაფრთხო ადგილას გადაიყვანენ. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ შუა თამაშში ამ პროცესებამდე გადავდივართ. მოჭადრაკეებს, როგორც წესი, სადებიუტო სვლები წინასწარ აქვთ ნასწავლი. როცა ეს სვლები ამოიწურება და მოთამაშეები საჭადრაკო თეორიას აღარ მიჰყვებიან, უნდა ჩათვალონ, რომ მიტელშპილში არიან.
როქირება (მეფისა და ეტლის ერთდროული სვლა) ხშირად იმის ნიშანია, რომ დებიუტი დასრულდა.
როდის სრულდება მიტელშპილი?
როცა ყველა ძირითადი ფიგურა გაიცვლება, მიტელშპილი დასრულებულად უნდა ჩაითვალოს, თუმცა ისევე, როგორც დებიუტსა და მიტელშპილს შორის, მკაფიო საზღვარი, არც მიტელშპილსა და ენდშპილს შორის გვაქვს.
მიტელშპილის პრინციპები
მიტელშპილში აუცილებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი პრინციპის დაცვა.
კუ: როცა დაფაზე ფიგურების რაოდენობა მცირდება, კუს უკეთ მანევრირების და გრძელი დიაგონალების კონტროლის საშუალება ეძლევა. ეცადე ძლიერი კუ იყოლიო.
კუებს მიტელშპილში უფრო მეტი მოძრაობის შესაძლებლობა აქვთ, ვიდრე დებიუტში.
დაცვა: თავდაცვას მიტელშპილში სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
მეფე უსაფრთხოდ გყავდეს.
ერიდე სუსტი უჯრების შექმნას, რომლებზეც მეტოქე ფეხს ადვილად მოიკიდებს.
დაიცავი პაიკები. თავიდან აიცილე მათი გაორება ან იზოლირება. ხელი შეუშალე მეტოქეს გამსვლელი პაიკის ფორმირებაში.
ლაზიერი: ისარგებლე ლაზიერის კომბინაციებით სხვადასხვა ფიგურებთან ერთად, რათა თავს ესხმოდე და დევნიდე მეტოქის სუსტ ფიგურებს. ეძებე ხაფანგების დაგების გზები.
ეტლები: აკონტროლე ღია ხაზები ეტლების საშუალებით. ეტლების ერთმანეთზე გადაბმით გაზარდე მათი ძალა იმისათვის, რომ შეძლონ დასუსტებულ ფიგურასა თუ უჯრაზე თავდასხმა. გარდა ამისა, მიტელშპილში შესაძლოა გამოგადგეთ შემდეგი მანევრირება ეტლით:
ეტლის აწევა: ამ მანევრით ვააქტიურებთ ეტლს ზემო ან გვერდითა მიმართულებით, როგორც წესი, საკუთარი პაიკების წინ. ამ დროს ეს ფიგურა მესამე ან მეოთხე ჰორიზონტალზე აგვყავს. ეს ეტლის ღია ხაზზე გამოყვანის ალტერნატივაა. მანევრის შესახებ მეტს ამ სტატიიდან გაიგებთ.
ეტლის აწევა მიტელშპილში ხშირად გამოსადეგია ხოლმე.
მეშვიდე ჰორიზონტალი: მიტელშპილში მეშვიდე ანუ ბოლოს წინა ჰორიზონტალზე განთავსებული ეტლი, როგორც წესი, უფრო ძლიერი ხდება. უყურე ამ ვიდეოს და გაიგებ თუ რამდენად ძლევამოსილი შეიძლება იყოს მეშვიდე ჰორიზონტალის ეტლი მიტელშპილში.
რჩევები შუა თამაშისთვის
მიტელშპილში ტაქტიკური თამაში უმნიშვნელოვანესია. ყურადღება განსაკუთრებით უნდა გავამახვილოთ შემდეგზე:
დაბმა მაშინ ხდება, როცა ფიგურა უფრო ძვირფასი კოლეგის გაწირვის გარეშე ვერ ინძრევა. ეს არის ტაქტიკა, რომელიც მეტოქის ერთ ან მეტ ფიგურას მოძრაობას უზღუდავს. დაბმული ფიგურა, ძირითადად, ბლოკავს თავდასხმას უფრო ძლიერ თანაგუნდელზე, მაგრამ ზოგჯერ ის იცავს პოზიციის მთავარ მცველს ან უფრო მეტი, ხელს უშლის შამათს. გაიგე მეტი დაბმის შესახებ სტატიიდან, რომელსაც ამავე თემაზე შექმნილ 12 საგანმანათლებლო ვიდეოს ბმულზე გადავყავართ. გარდა ამისა, ივარჯიშე თავსატეხების ამოხსნაში დაბმის ტაქტიკაში დასაოსტატებლად.
შამფური არისსვლა, რომელიც მნიშვნელოვან ფიგურას ემუქრება და აიძულებს მას გაიწიოს, რის შემდეგაც ნაკლებად ღირებულ ფიგურას კლავს. (შამფური დაბმის საპირისპირო ტაქტიკაა, რადგან აქ წინა პლანზე უფრო ძლიერი ფიგურა დგას, ვიდრე უკანა პლანზე.) გაიგე მეტი შამფურის შესახებ ამ სტატიიდან.
ენდშპილი შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ მეტოქეს ტაქტიკური ხაფანგი დაუგო.
ღია შეტევა: ღია შეტევა თავს მაშინ იჩენს, როცა მოთამაშე გაწევს ფიგურას, რომელიც ბლოკავდა თავდასხმას სხვა ფიგურით. ღია შეტევას ქიშით გახსნილი ქიში ჰქვია. წაიკითხე სტატია და გაიგე მეტი ამ ეშმაკური ტაქტიკის შესახებ. სტატიიდან ამავე თემაზე შექმნილ 10 საგანმანათლებლო ვიდეოზე გადასვლასაც შეძლებ.
ორმაგი დარტყმა: ორმაგი დარტყმა მაშინ ხდება, როცა ერთი სვლით ორ სხვადასხვა საფრთხეს უქმნი მეტოქეს. ჩანგლისგან განსხვავებით, ეს ტაქტიკა მხოლოდ ოპონენტის ფიგურებზე თავდასხმას არ გულისხმობს. მას შეუძლია შექმნას უფრო ძლიერი შეტევა, მაგალითად, მუქარა შამათზე. გაიგე მეტი ორმაგი დარტყმის შესახებ ამ ვიდეოდან.
მხიარულების ოსტატი მაიკი გირჩევთ უყუროთ ChessKid-ის ვიდეოებს მიტელშპილის შესახებ, რათა საჭადრაკო უნარები გაიუმჯობესოთ.
როგორ ვიმეცადინოთ მიტელშპილში?
მხიარულების ოსტატი მაიკი მიხვდა, რომ მიტელშპილში მეცადინეობა დაგჭირდებოდათ. გაიგეთ მეტი შუა თამაშის შესახებ ამ სტატიიდან, რომელიც რვა ვიდეო-ბმულზე გადადის. ეს ვიდეოები გვიხსნის მიტელშპილის მთავარ პრინციპებს და გვასწავლის თუ როგორ გამოვიყენოთ ეს ეტაპი პარტიის მოსაგებად.
ბოლოთქმა
ახლა უკვე იცი თუ რა არის მიტელშპილი და რით განსხვავდება ის პარტიის სხვა ეტაპებისგან. მიუხედავად იმისა, რომ თამაშის ყველა ფაზა მნიშვნელოვანია, მიტელშპილის სწორად წარმართვა მომგებიან ენდშპილში გადასვლის წინაპირობაა.